არჩევნები, სადაც გამარჯვება “ოცნების” გარდა არავის სურს

არჩევენბი, სადაც გამარჯვება

საქართველოს ისტორიაში ეს პირველი არჩევნები იქნება, სადაც სახელისუფლებო პარტიის გარდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში გამარაჯვების სურვილი არ აქვს. ის რაც ხალხის სანახახავდ ხდება, ფარსია. ყველა დანარჩენი პარტიის მიზანია პარლამენტში მოხვედრა, მაგრამ არა ხელისუფლების ჩამოყალიბება.

გადახედეთ რეალურად სიტუაციას და დაასახელეთ ერთი რომელიმე ოპოზიციური თუ “ოცნების” მიმართ ლოიალური პარტია, რომელსაც სადღეისოდ ძალუძს ხელისუფლების ჩამოყალიბება? ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად არ არსებობს. შეიქმნა ახალი წარმონაქმნი „გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში პარლამენტში მოხვდება და პოლიტიკურ პროცესებზე იქონიებს ზეგავლენას. თუ არ ვცდები, ეს ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ღიად არ დააფიქსირა ხელისუფლების ჩამოყალიბების პრეტენზია. დანარჩენი პარტიები აანონსებენ არჩევნებში გამარჯვებას და “ოცნების” დასასრულს პროგნოზირებენ, მაგრამ ამისი არ სჯერათ და არც სურვილი აქვთ. მათი მიზანი მხოლოდ პარლამენტში მოხვედრაა, შემდგომ კი – “ოცნებასთან” დაახლოების მცდელობამ თუ არ გაჭრა, არც ეს იქნება ტრაგდედია, მანდატი ხომ გარანტირებული ექნებათ… არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, NDI-კველევის ფონზე შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ “ოცნებას” პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს, უფრო მეტიც – კონკურენციის მსურველიც კი არავინაა.

გიორგი ალანია

ჩეხეთი

banner
წინა სტატიაში(video) სოხუმის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
შემდეგი სტატია“ავტონომია უნივერსიტეტს”-მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია