“არცერთი ქვეყანა, არ არის თავისუფალი ექსცესებისგან”- NDI-ის ანგარიში და დაშინება არჩევნებზე

NDI-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშზე კომენტარს მთავრობის წევრები აკეთებენ. დავით სერგეენკოს თქმით, დაშინების ფაქტი არჩევნების დროს ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა საერთო ჯამში საქართველოში კენჭისყრამ დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა.
“კვლევები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის რეალობის ამსახველი, ის არ არის მონიტორინგი, რომელიც ოფიციალურ დასკვნებს დადებდა. რაც შეეხება იმას, რომ დაშინებას ჰქონდა ადგილი, სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნები ყოველთვის გარკვეული ემოციების საფუძველს იძლევა და არცერთი ქვეყანა, თუნდაც ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ა, არ არის თავისუფალი გარკვეული ექსცესებისგან. ჩვენთან საბედნიეროდ ყველაფერმა ჩაიარა გამჭვირვალედ, ძალადობის გარეშე და არჩევნები შედგა,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობის წერილი გამოუგზავნა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსის დროებითი ცვლილების გამომწვევ მიზეზებს განმარტავს