არცერთ კანდიდატს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ოცნების წარმომადგენელია ორივე – გიორგი როყვა

არცერთ კანდიდატს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ოცნების წარმომადგენელია ორივე – ეს განცხადება, გიორგი როყვამ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას გააკეთა. “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, გიორგი როყვა, გურიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კოტე შარაშენიძეს ვუჭერ მხარს. ვრცელდება ინფორმაცია თითქოს, ბეგი სიორიძეს ვუჭერ მხარს, მაგრამ არ შეეფერება ეს არანაირად სიმართლეს. ევროპული საქართველო ვართ ნეიტრალურ პოზიციაში. არცერთ კანდიდატს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ოცნების წარმომადგენელია ორივე. ჩვენ ვართ ნეიტრალური, ბოიკოტს არ ვაცხადებთ. თუმცა, ჩვენ მხარდამჭერებს არ ვუზღუდავთ, რომ მივიდნენ და დააფიქსირონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი არჩევნებზე,“ – განაცხადა გიორგი როყვამ.

banner
წინა სტატიაშისიორიძემ პირველ ტურის დასრულების შემდეგ სცადა ჩემთან მოლაპარაკება – ენმ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის მომხრეა