არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, არ უნდა იყოს მხარე-ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება და აცხადებს,რ ომ მისი სურვილია, ამ საქმეში არც პრეზიდენტი და არც ომბუდსმენი მხარეები არ აღმოჩნდნენ.

“მე ვისურვებ, რომ არავინ აღმოჩნდეს მხარე ამ საქმეში – არავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, გარდა მართლაც მხარეებისა, არ უნდა იყოს მხარე. ეს ხელს უშლის პროცესს. არ შეიძლება ჩვენ ვიდგეთ რომელიმე მხარეს. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, რომ სიმართლე დადგინდეს და გამოძიებას ხელოვნური ბარიერები მოვარიდოთ. ასეთი ბარიერები გაჩნდა პირველივე დღიდან. ძალიან საეჭვოა, რომ რომელიმე პირი, ეს იქნება საჯარო პირი თუ მედიასაშუალება, ჩნდება, როგორც მხარე პროცესში და ეს იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს. ეს აზიანებს პროცესს და ქმნის ბევრ კითხვას. “, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„ბავშვთა სამყაროსთან“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიასენსაცია – ტურინის უნივერსიტეტის მკვლევარი 25 წლის ქართველი გოგონა გახდა