არც ინტერესი და არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მაქვს – გიორგი გახარია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის კომპანია „ფუდოტელის“ მფლობელია, რომელიც მოსკოვის შემოგარენში, ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში რესტორანს ფლობს.

გახარია გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ მას არანაირი ბიზნეს ინტერესები არც საქართველოში და არც ქვეყნის გარეთ არ ჰქონია.

„ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა ცოტა უფრო კვალიფიციური რომ ყოფილიყო ან კეთილსინდისიერი, ამ ყველაფერთან ერთად აჩვენებდა იმას, რომ 2012 წლის შემდეგ ეს კომპანია როგორც ასეთი, ქაღალდზეც არ არსებობს, ვირტუალურია ფაქტობრივად, საერთოდ არაფერი არ ხდება იქ. დღეის მდგომარეობით, როგორც ფაქტი, მე გიორგი გახარიას არ მაქვს არანაირი არც ინტერესი და არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ. უფრო მეტიც, არ მაქვს და არ მქონია საქართველოში არასოდეს არანაირ ბიზნესში მონაწილეობა, თანამონაწილეობა ან რაიმე სახის შემოსავალი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსეთის საგადასახადო სამსახურის ახალი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია, კომპანია „ფუდოტელის“ მფლობელია, კომპანიის, რომელიც მოსკოვის შემოგარენში, ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში რესტორანს ფლობს.

გიორგი გახარია კომპანიის ერთ-ერთი სარეკლამო ვიდეო რგოლშიც ჩანს.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს” წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს
შემდეგი სტატიანარმანია იმედოვნებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვების ნაწილი ბაღში აღარ ივლის და ჯგუფები განიტვირთება