„არც ერთი სახლში, ყველა საარჩევნო უბანზე… დავამარცხოთ ფაშიზმის ნაირსახეობა“ – შალვა ნათელაშვილი

ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც პარტიების ლიდერებმა არცევნების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათ ასევე მოუწოდეს მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა ეგზიტპოლებისთვის მიმდინარე გამოკითხვებში, მონაწილეობა არ მიიღონ:

„მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხებას, მეტწილად უკავშირებენ მოსე დოლიძის ცნობილ პლაკატს „დედა სამშობლო გვეძახის“, დღეს გვეძახის დედა სამშობლო, არც ერთი სახლში, ყველა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ დავამარცხებთ ფაშიზმის ნაირსახეობას, ოლიგარქიას, რომელიც გვიპყრობს და ოკუპაციას გვიკეთებს. ეგზიტპოლები ჩვენი უბედურებისა. ამით იწყება არჩევნების გაყალბება, გეკითხებიან უბნებზე ვის მიეცი ხმა, მერე აღნიშნავენ ისე, როგორც მათ მოეხასიათებათ და სარამოს რვა საათზე ამ სიყალბეს აცხადებენ და შემდეგ კომისიებში ოქმებიც ასე იწერება. არც ერთ კითხვაზე პასუხი ამ ეგზიტპოლებზე არ გასცეთ, მილიონებია გადახდილი ამ კომპანიებისათვის, უთხარით ან არასწორ პასუხი ან არ გასცეთ საერთოდ პასუხი. მოგეხსენებათ, ვინც უკვეთავს, იმისთვის მღერიან. ამიტომ, ეს ჩვენი ეგზიტპოლები არ არის, ეს ხალხის ეგზიტპოლი არ არის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

00
FaceBookGoogle+ 70

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ენმ-ის წევრები მივიდნენ
შემდეგი სტატია“მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვეა”