“არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად “გაზპრომი” საქართველოს არ სჭირდება”

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

“ხელისუფლებას უნდოდა უკანა კარიდან გაზპრომის შემოყვანა” -ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა გაზპრომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

“გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, რომ უნდოდათ უკანა კარიდან გაზპრომის შემოყვანა, ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება იმიტომ, რომ არც ეკონომიკურად არც პოლიტიკურად გაზპრომი საქართველოს არ სჭირდება, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ქუჩაში გამოდის უამრავი ადამიანი, რომელიც ამას აპროტესტებს“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, გაზპრომის საქართველოში შემოყვანა არის სრულიად დაუშვებელი.

“გაზპრომი არის რუსეთი, გაზპრომი არის პუტინი, გაზპრომი არის მტერი, ყველა ჩვენგანის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მომავლის მტერი, შესაბამისად გაზპრომის საქართველოში შემოყვანა არის სრულიად დაუშვებელი,“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ კიდევ დააპირებენ ამის შემოპარებას, უყურადღებოდ არავინ დატოვებს”-ბოკერია “გაზპრომზე” საუბრობს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია “არა გაზპრომს” დასრულდა