“არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება”

“არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება”- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვისას თავდაცვის საკითხებზე დასმულ შეკითხვას.

„რაც შეეხება თავდაცვის საკითხებს, აქ ითქვა, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატყუოთ – არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება, არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება,“ – განაცხადა კობახიძემ, რომელაც აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია.

„აბსოლუტურად მოკლებულია უშიშროების საბჭო ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს. ნონსენსია, როგორც არის მისი უფლებამოსილება განსაზღვრული. ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობდა, რომ ეს აბსურდი წაშალეთ კონსტიტუციიდან,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ ფურშეტებსა და ალკოჰოლში 701 294 ლარი დახარჯა