“არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ქართულ ოცნებას” და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”

“ახალი მემარჯვენეები” მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ქართულ ოცნებას” და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის რომ “ქართულმა ოცნებამ” არ მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამის გამო “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გაერთიანება ბლეფია.

„მოვუწოდებ ყველას, არც ერთ შემთხვევაში არ გაიზიაროთ მხარდაჭერა არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლების კანდიდატებისა. ბრწყინვალე ფორმა არსებობს, ან არწასვლა, რომელიც გაქცევაა, მაგრამ კიდევ უფრო კარგი ფორმაა, გადახაზეთ საერთოდ ეს ორი პარტია, საერთოდ ცხოვრებიდან თუ გადახაზავთ უკეთესი იქნება. მადლობა ღმერთს, თუ საუბედუროდ მარტო “ახალი მემარჯვენეები” არ ვართ ამომრჩევლები, მე ამას მივმართავ ჩვენს ამომრჩევლებს და სხვათა შორის თქვენც გირჩევთ ანალოგიურს”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაში“სპეცრაზმით ხალხის დაკავება არ არის საჭირო”- გიორგი ვაშაძე მარნეულში განხორციელებულ დაკავებებზე
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია სამომავლო გეგმებზე 18 ოქტომბერს ისაუბრებს