არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ექსპერტებს დაკითხავენ

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში დღეს ის ორი ექსპერტ-კრიმინალისტი დაიკითხება, რომელთა მეშვეობითაც უშუალოდ მოხდა დანაშაულის საგნის, დანების ამოღება. სწორედ ამით სრულდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
„ერთი დანა ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ხორავას ქუჩაზე მდებარე ეზოდან, მეორე დანა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ერთ-ერთმა მოწმემ მიუთითა, სად, რა ვითარებაში ინახავდა დანას, ასევე ამოღებულია ის ხელსახოცი, რაშიც გახვეული იყო დანა. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები ბრალდების მხარის ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებებს წარმოადგენს. ამასთანავე, იოტისოდენა ეჭვიც გამორიცხული რომ იყოს, ჩვენ დავკითხავთ ამ ორ პიროვნებას, რომლებიც უშუალოდ ისაუბრებენ რა ვითარებაში მოხდა ხსენებული საგნების აღმოჩენა, როგორ მოხდა მისი ამოღება, ვის ჰქონდა პირველად შეხება, რა ვითარებაში მოხდა მისი დალუქვა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.
ეს არის საქმეში არსებული მოწმეების ტანსაცმელები. შესაბამისად, ბრალდების მხარე აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, დაასრულებს ადგილზე მტკიცებულებების გამოკვლევას.
ამ დანებზე არის დნმ პროფილი, რომელიც უტყუარია და რომლითაც დასტურდება კონკრეტულ პირთა შემხებლობა საგნებთან, კონკრეტულ დანებთან და ასევე ხელსაცოხთან. დნმ პროფილი უტყუარია, მილიონში, ან ტრილიონში ერთია უზუსტობა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვიწევს ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა – თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიაბექა წიქარიშვილი: გუშინდელი აქციის დაშლა სწორი ნაბიჯი იყო