არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით აშშ-ში საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი დააკავეს

აშშ-ში საქართველოში დაბადებული, ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია “ბი-ბი-სი” იტყობინება.
ბიზნესმენი კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩში დააპატიმრეს. ის არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ეჭვმიტანილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს. 66 წლის შალვა ჩიგირინსკი რუსეთში რამდენიმე კომპანიის აქციების მფლობელია, ასევე ნავთობის ბიზნესშია ჩართული.

2009 წელს “ფორბსმა” ბიზნესმენის ქონება 600 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.

წყარო: ww.ipn.ge

ქუთაისში დაბადებული შალვა ჩიგირინსკი საქართველოში 1990 წლის შემდეგ აღარ ჩამოსულა. თუმცა აჭარის ზღვისპირეთში მას გარკვეული სახის ბიზნესგეგმები ჰქონდა და ამაზე ,,თაიმერი” ჯერ კიდევ წინა წლის ზაფხულში წერდა.

იხილეთ მასალა: ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

 

banner
წინა სტატიაშირუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ 20 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს ექსპერტმა ქართველი მასწავლებლებისთვის პრეზენტაცია გამართა