არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს

Crime Scene

არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 32-ე სკოლაში მოხდა, სადაც მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა.

მამის გაღიზიანება პედაგოგების მხრიდან შვილის უარყოფით დახასიათებას მოჰყვა. სამართალდამცველებმა მამა პოლიციაშიც დაიბარეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ღამის საათებში შვილების ქუჩაში ხშირად ყოფნის შესახებ აცნობეს. აღნიშნულის შემდეგ მამამ სკოლის ეზოში მეცხრეკლასელი შვილი სცემა.

პოლიციის თანამშრომლებმა მამა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისია უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრის მომცველი
შემდეგი სტატიაპაკისტნაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა