არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ჩატარდა და ფრედ დასრულდა.

საფეხბურთო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სიამოვნებით მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთავაზება შეხვედროდნენ თანატოლებს, რომლებიც ამჟამად დაწესებულებაში იმყოფებიან და მზად არიან, მსგავს მატჩებში მომავალშიც ხშირად მიიღონ მონაწილეობა. გუნდის წევრებმა მსჯავრდებულებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.

რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სიგელები და საჩუქრად ბურთები გადასცეს.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში. დაწესებულება უზრუნველყოფილია ამისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით. სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხშირად იმართება სხვადასხვა სპორტული თამაში – ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში, როგორც მათი თანატოლი, ასევე, ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არასრულწლოვნებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ რეაბილიტაციას.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი წარმატება