“არასრულწლოვანი ბავშვისთვის პასპორტის აღების შემთხვევაში სავალდებულო იქნება ორივე მშობლის თანხმობა”

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

არასრულწლოვნების მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები იცვლება. განმარტებები აღნიშნულ საკითხზე დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, არასრულწლოვანი ბავშვისთვის პასპორტის აღების შემთხვევაში სავალდებლო იქნება ორივე მშობლის თანხმობა.

როგორც მინისტრი განმარტავს, რიგ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი საზღვარს კვეთავს მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, მეორე მშობელს ამაზე პრეტენზიები აქვს. წულუკიანის თქმით, არსებობს ბერკეტი, რომ ეს პრობლემას მოგვარდეს.

„ჩვენ შემოვიტანთ ვალდებულებას მშობებისთვის, როდესაც ისინი აიღებენ თავისი არასრუწლოვანი შვილისთვის პასპორტს. ისინი სპეციალურ ფორმას შეავსებენ, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ არჩევნას და გაათვითცნობიერებენ იმას, რომ პასპორტი სამგზავრო დოკუმენტია და თუ მას უღებენ ბავშვს ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მშობელმა ის შეიძლება საზღვარგარეთ გაიყვანოს. ასევე კანონში შევიტანთ ცვლილებას, რომლითაც მივცემთ მშობლებს იმ ბერკეტს, რომელიც დღეს მათ არ აქვთ. ერთი მშობლის მოთხოვნა საკმარისი იქნება, რომ მანამდე მისი თანხმობით გაცემული პასპორტი გაუქმდეს”, – განმარტა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისტუ-ს „სამართლის კლინიკამ“ თბილისის მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა
შემდეგი სტატიაბრაკონიერობაში მხილებულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა თანამდებობა დატოვა