არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბრალდებული სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

news
: news დეკემბერი 8, 2015 16:17 განახლებულია

არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბრალდებული სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

მნიშვნელოვანი

  • არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

სხვა სტატიები

არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ უწყებამ პაქსაძის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნ.პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია, რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება 18 ნოემბერს დაიწყო, გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები.

news
: news დეკემბერი 8, 2015 16:17 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics