არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერთან შესახვედრად ემზადება

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერთან შესახვედრად ემზადება. რამდენიმე დღეში ინტერპარტიული ჯგუფის წევრები მთავრობის მეთაურს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებებით მივლენ. მთავარი მოთხოვნა 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე ძალაში რჩება.

უმრავლესობა ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრას პრემიერთან სკეპტიკურად უყურებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და კვირიკაშვილთან შეხვედრა ამას არ შეცვლის.

საკითხზე ცნობილია პრეზიდენტის პოზიციაც. გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნების მიერ მიღებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა მას ტექნიკური ცვლილები უწოდა და პოლიტიკურ სპექტრს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად აქტიური კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშისტამბულის ტექრაქტის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა გერმანელია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ტაბულას“ თანამშრომლების ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო