არასამთავრობოები უზენაეს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ – “რუსთავი 2”-ის საქმე

არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ექსპერტები რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

უფლებადამცველების აზრით, სამაუწყებლო კომპანიის გარშემო მიმდინარე დავა ქვედა ინსტანციებში პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„არა ერთი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი სინამდვილეში ატარებდა გარკვეულწილად რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მიმართულებით მცდელობის ნიშნებს და ამ მიმართულებით ცხადი იყო პოლიტიკური დაინტერესება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების.

“ძალიან მნიშვნელოვანია, შევხედოთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ ისეთი დარღვევები, რასაც წინა ეტაპზე ჰქონდა ადგილი, აქ აღარ იქნება,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

მესამე სექტორი მიიჩნევს რომ, უზენაესმა სასმართლომ თავისი გადაწყვეტილებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და მედია დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური არხის შევიწროება არ მოხდება სასამართლოს ხელით. რა თქმა უნდა, ჯობდა ეს სხდომა ყოფილიყო ღია, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი. სამწუხაროდ სხდომა დახურულია, თუმცა სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მანამდე თავს შევიკავებთ სასამართლოს კრიტიკისგან და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლოს ხელით არ მოხდება საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა,“ – აცხადებს იურისტი ბაია პატარაია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” უზენაეს სასამართლოსთან “რუსთვი 2”-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს
შემდეგი სტატიაეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება