არასამთავრობოები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავმა ორგანოებს ფაქტის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს:
„ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ. მივიჩნევთ რომ აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდარი ფაქტის მიმართ ჩატარონ სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება, რომელიც წარიმართება სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და ორიენტირებული იქნება მომხდარი დანაშაულის გახსნაზე და სამართალდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემაზე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტი და გამოქვეყნებული ვიდეო მასალა, აჩენს განცდას, რომ სამართალდამცველთა მიზანს არასრულყოფილი გამოძიების ჩატარება და ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მომხდარი ინციდენტის იმდაგვარი წარმოჩენა წარმოადგენს, რომ რუსთავი 2 -ის ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი არ ქონია, ხოლო არსებული დაპირისპირება საზოგადოებამ ყოფით კონფლიქტად აღიქვას.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხდარი, ისე მსგავსი ფაქტების სწორი სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოძიების ისე წარმართვა, ვინაიდან საქართველოში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების არც თუ იშვიათი ხასიათისაა, გამოძიება როგორც წესი არ მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისმუხლით.

ამავდროულად შემაშფოთებელია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლების არასათანადო მოქმედება ანუ მოქმედობა, რაც საზოგადობაში აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს და გარკვეულწილად ახალისებს პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მოტივირებულ ძალადობას.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ლგბტ საქართველო

სამოქალაქო განვითარების სააგენტო – CIDA

კავშირი „საფარი“

საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: სამეგრელოში “ოცნებას” მთლიანად ყოფილი “ნაციონალები” აკონტროლებენ
შემდეგი სტატიარომმა და ტურინმა “ხუთ ვარსკვლავიანი” მერები მიიღეს