არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხურჩაში ჩავიდნენ

xurchaaaaaaaaaaaaზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან  დაკავშირებით ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს.  მათ მკვლელობის  ადგილი, სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს, ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას,საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ რომ დაცული იყოს საქართველოში ყოველი ადამინის უფლებები.

 

gigla-otxozoria

გუშინ, 19 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ნაბაკევში 31 წლის გიგლა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მამაკაცი სიცოცხლისთვის შეუთავზებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განცხადება გაკეთდა საგარე საქმეთა სამინისტროშიც. ჯანელიძის უწყების განმარტებით, მომხდარზე სრულად ინფორმირებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უნდა აიღოს.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
შემდეგი სტატიარუსეთს, აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არა აქვს