არასამთავრობო ორგანიზაციები “რუსთავი2”-ის საქმეზე სტრასბურგს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივ ოფიციალურ განცხადებას შეიმუშავებენ, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ და აღსრულების შეჩერების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობა გუშინ შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ორდღიან კონსულტაციებს გამართავენ, რის შემდეგაც ერთობლივ ტექსტს შეიმუშავებენ.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აქცენტს გააკეთებენ, აღსრულების პროცესის შეჩერების გახანგრძლივება იქნება. მათივე თქმით, სასურველია, აღსრულების პროცესი შეჩერდეს მანამ, სანამ ევროსასამართლო არ განიხილავს საკითხს და არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში “რუსთავი 2”-ს, შესაძლოა, გამოუსწორებელი წიანი მიადგეს.

სამაუწყებლო კომპანიის ცნობით კი, ანალოგიური განცხადების გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში ოპოზიციური პარტიებიც გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ _ რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი “პანორამას” დაყადაღებას
შემდეგი სტატია“მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ – თქვენი დამსახურებაა!”