“არაფერი გაკეთდა იმ ადამიანების დასასჯელად, რომელთა გამოც დღეს სახელმწიფოს უხდება ბოდიშის მოხდა”- მერაბიშვილის საქმე

თუ პატიმარ ვანო მერაბიშვილთან მიმართებით ვინმემ კანონი დაარღვია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი უდანაშაულოა, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას. მისივე თქმით, აუცილებელია, სასჯელი მოიხადოს ადამიანმა, რომელმაც მერაბიშვილის მიმართ კანონი დაარღვია და კონკრეტული პირების გადაცდომების გამო, სახელმწიფოს არ უნდა უხდებოდეს ბოდიშის მოხდა.​

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში არაფერი გაკეთდა იმ ადამიანების დასასჯელად, რომელთა გამოც დღეს სახელმწიფოს უხდება ბოდიშის მოხდა. არ ვიცით არცერთი იმ ადამიანის სახელი, რომელმაც პატიმარ მერაბიშვილთან მიმართებით კანონი დაარღვია. ამ ადამიანები გამო, სახელმწიფო იხდის ბოდიშს. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში აძლევდნენ ადამიანები თავს უფლებას, გადაემეტებინათ სამსახურებრივი მოვალეობებისთვის და სწორედ ამას გადაყვა „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, დღეს იგივე ტენდენცია გრძელდება“, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქული მედია ახმედ ჩატაევზე
შემდეგი სტატიააბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება