“არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ის არ აღიარებს დანაშაულს” – ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომდარი სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და მას ტერორისტულ დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულები არ არსებობს და ის არ აღიარებს დანაშაულებს. მისივე განცხადებით, არანიარი კავშირი არ აქვს ტერორისტულ დაჯგუფებასთან” განაცხადა ადვოკატმა.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა უცნობია, მას პროკურატურა ინიციალებით ს.დ მოიხსენიებს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: დაკავებული პირი ,რომლის ვინაობაც ჯერ არ სახელდება,”კრუტოი ” ვინმეა !
შემდეგი სტატია,,ბათირაშვილი… ჩატაევი… ტყუილად აქვს ქალბატონ ბესელიას იმედი… ტერორიზმში ხელშეწყობას არ პატიობენ“