“არანაირი მაგდაგვარი საუბარი არ ყოფილა, არანაირი შემოთავაზება არ არის”

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, ვიქტორ დოლიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.

მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არ ჰქონია.

“არანაირი მაგდაგვარი საუბარი არ ყოფილა. არანაირი შემოთავაზება არ არის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანის შემდეგ, პარტიის დატოვების შესახებ დღეს, ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა, დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩი საქართველოში მიესალმება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი: მზად ვარ, ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობების გასაღრმავებლად ვიმუშაო