,,არამხოლოდ ტყიბულის ქვა-ნახშირის შახტას, არამედ მთელ საქართველოს ელოდება გაჩერება”

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, ლოგიკუს უწოდებს.
„მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე, არამხოლოდ ტყიბულის ქვა-ნახშირის შახტას, არამედ მთელ საქართველოს ელოდება გაჩერება. ბუნებრივია იქ, სადაც ეკონომიკა კლებულობს, ნედლეულზე მოთხოვნაც კლებულობს. შესაბამისად, ბუნებრივია ტყიბულში მიმდინარე პროცესებიც.
მე მინდა ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი – ელისო ჩაფიძე იყო ის ადამიანი, ვინც 2012 წელს ტყიბულებებს ეუბნებოდა, რომ წინა ხელისუფლებამ მათ შეღავათები შეუწყვიტა. დღეს კი ირკვევა, რომ ეს შეღავათები მოსახლეობას არა წინა მთავრობამ, არამედ ამ ხელისუფლებამ. ამიტომ მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო და ვუთხრა – ესაა ის დაპირებული მე-4 საუკეთესო წელი, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში ველოდებოდით.
ელისო ჩაფიძე ცდილობს ამ პროცესებით თავისი პოლიტიკური დივიდენდები დაიგროვოს“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: “ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი ჩამოყალიბდა”
შემდეგი სტატია,,თელავის თემის გამგებელზე პრემია მარტო იმიტომ გაიცემა რომ მას 8 მარტს აქვს დაბადების დღე”