“არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ “დახატული” ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება”

მიხეილ სააკაშვილი ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს:

“ჩემი აზრით არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ “დახატული” ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის გამეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ.
არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ”,- წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” თინა ხიდაშელმაც დატოვა
შემდეგი სტატია“ერთიან ნაციონალურ მოძროაბაში” ამ დრომდე არ იციან, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში