არაღიარებული რესპუბლიკების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველი მატჩი სოხუმის გუნდმა მოიგო

არაღიარებული რესპუბლიკების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველი მატჩი სოხუმის გუნდმა მოიგო

afxazetiდღეს სოხუმში ConIFA-ს (დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაცია) ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველი თამაში აფხაზეთის და კუნძულ ჩაგოსის გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც სოხუმის გუნდმა 9:0 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ რესპუბლიკათა ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია 28 მაისს გაიმართა. მას დაახლოებით 5 ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა.
ჩემპიონატში სულ 12 გუნდი მონაწილეობს და ის 5 ივნისს დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიმალიში გაეროს 5 მშვიდობისმყოფელი მოკლეს
შემდეგი სტატია(video) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკანდალში ეხვევა