“არ ვიცი საიდან აქვთ ინფორმაცია”- ბესელიას განცხადება და შოთაძის პასუხი

მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძების შესახებ ინფორმირებული არავინ იყო და მან არ იცის საიდან აქვთ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებიც აცხადებემ რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დასკავშირებით მძიმე დანაშაული მზადდებოდა. შოთაძის თქმით, საქმის კურსში იყო მხოლოდ პრემიერ-მინისტრი

“მე შემიძლია გითხრათ, რომ არავინ არ არის ინფორმირებული გამოძიების შესახებ. არ ვიცი საიდან აქვთ ინფორმაცია. ერთადერთი მე შემიძლია გითხრათ, როიდესაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტული პიროვნება აპირებდა გერმანიაში გაფრენას, ჩვენ რა თქმა უნდა დავგეგმეთ გამოძიება და საპროცესო მოქმედებები. მე მქონდა კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთნ, ვინაიდან ექმნებოდა საფრთხე უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, პრემიერის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი მის თანამშრომლებთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში.” განაცხადა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ მთავარი პროკურორის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პატრიარქთან დაკავშირებით მძიმე დანაშაული მზადდებოდა, რომელიც აღიკვეთა.

banner
წინა სტატიაში(video) მერიასთან მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს
შემდეგი სტატია(video) ,,როგორც უნდა ღმერთს ისე იქნება ყველაფერი”- დაკავებული გიორგი მამალაძის დედა მომხდარ ფაქტზე