„მე არ ვიცი, რის საფუძველზე ამბობს „უცნობი“ ჩვენთვის უცნობ ფაქტებს” – გიორგი ვოლსკი

„მე არ ვიცი, რის საფუძველზე ამბობს „უცნობი“ ჩვენთვის უცნობ ფაქტებს, საიდან მოაქვს. იმედია, რაღაც არგუმენტები გააჩნია,“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს.

„უნდა ჩამოწეროს ეს და შეიტანოს შესაბამის სტრუქტურაში მოკვლევისთვის,“- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როდესაც პრემიერმინისტრის მეგობარი აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებას, კითხვის ნიშნებს ხომ არ აჩენს, საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ მეგობრობას და პირად ურთიერთობას მნიშვნელობა არ აქვს.

„ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ შეიძლება გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა ამის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ კონკრეტულად და არა ზოგადად უნდა ისაუბროს.

გიორგი გაჩეჩილაძემ და “სიტორენ ჯორჯიას” ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ კარტერული შეთანხმებებით, ათეულობით მილიონი ლარის ზარალი სახელმწიფოს ადგება.

banner
წინა სტატიაშიდიმა ჯაიანი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამოასვენეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძეს სასამართლოში დაკითხავენ