,,არ ვიცი, რას გულისხმობს, მისი დაზუსტება რთულია, ეს ადამიანი ხშირად იცვლის აზრებს”

კეთილი ნების ჟესტს ჩვენ კი არ გვიკეთებს, თუ ეს ასე მოხდა, კარგი იქნება ქვეყნისთვის, მათ შორის მმართველი ძალისთვისაც, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა რურუამ ირაკლი კობახიძის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შეტანისთვის კიდევ ერთ შანსს აძლევს.

“არ ვიცი, რას გულისხმობს, მისი დაზუსტება რთულია, ეს ადამიანი ხშირად იცვლის აზრებს. კიდევ ერთ შანსს მისცემს ოპოზიციას კი არა, იმას რომ კონსტიტუცია საყოველთაო და კარგი იყოს. კონსტიტუცია უნდა იყოს მიღებული საერთო თანხმობით და კონსენსუსით. შანსს ჩვენ კი არ გვაძლევს, ჩვენ კი არ გვიკეთებს კეთილი ნების ჟესტს, თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის, მათ შორის, მმართველი ძალისთვისაც. ეს არ არის არანაირი ჟესტი, რომელიც კეთილ ნებას გამოხატავს. ეს არის მისი ვალდებულება. კონსტიტუცია არის საყოველთაო დოკუმენტი და უნდა მიიღებოდეს არა ერთპარტიულად, არამედ საყოველთაო თანხმობით. ჩვენ ვაპირებთ პრეზიდენტის გუშინდელი ინიციატივის შესაბამისად, დავსხდეთ და არსებულ ვერსიაში შევიტანოთ ის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს კონსენსუსის შექმნას და შემდეგ ის წარვუდგინოთ “ქართულ ოცნებას”. ძალიან კარგი და სწორი ინიციატივა აქვს პრეზიდენტს და ამას დაეთანხმა მთელი ოპოზიცია. ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. უკვე დავიწყეთ და გუშინ იყო პირველი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა გვაქვს 14 სექტემბერს, კარგია, თუ “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ პოლიტიურად არალეგიტიმური დოკუმენტი არ უნდა შერჩეთ ხელში”, – განაცხადა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიედიშერ თოლორაია:უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს რეგიონში თხილის თემა არ არსებობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი:სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული