“მე არ ვეთანხმები თინა ხიდაშელს” – ძიძიგური თავდაცვის მინისტრს პასუხობს

“მე არ ვეთანხმები თინა ხიდაშელს,” – ასე გამოეხმაურა ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებას, რომ ვიდეოკადრების გავრცელების საქმეების გამოძიება არსებული ტექნოლოგიების საშუალებით ძალიან მარტივია. ძიძიგური ამბობს, რომ ეს ასე არ არის და ასეთი საქმეების გამოძიება დასავლეთშიც კი უჭირთ.

“მოდაშია შეთქმულების თეორია, მე ამ თეორიის მიმდევარი არ ვარ. მე რაც შემიძლია, ვთქვა, გიორგი კვირიკაშვილი აკონტროლებს დარგების მუშაობას და საარჩევნო კამპანიასაც მშვენივრად ხელმძღვანელობს. მისი გვერდის ავლით არაფერი არ ხდება.

“ფაქტია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამას გამოეხმაურა შს სამინისტრო და თავისი პოზიცია წარმოადგინა. ამ ფაქტს გამოეხმაურა პროკურატურა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესები სწორედ ასე უნდა წარიმართოს. პრეზიდენტის ეს განცხადება საყურადღებო და მნიშვნელოვანია და ასეთი ტიპის საქმეები უნდა გამოძიოს პროკურატურამ. ანალოგიურად პროკურატურამ უნდა გამოძიოს გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიც. რა ხდება, მოხდა თუ არა ზეწოლა და ა.შ. მისი მხრიდან განცხადება, რომ არ მივა პროკურატურაში, არასწორია. ესეთი ტიპის ფილოსოფია ძველბიჭური ფილოსოფიაა.

“გადაცილებული რომელ შემთხვევაში არის გამოძიების ვადა, – ასე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. დღეს პროკურატურა სერიოზულად მუშაობს და მან უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, ამით უნდა დაარწმუნოს სასამართლო და ა.შ. ამას ყველაფერს ვადები აქვს. გამოძიებულია ბევრი საქმე, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, დათა ახალაიას საქმე, ე.წ. კასრების საქმეა გამოძიებული.

“მე არ ვარ გამომძიებელი და არც თქვენ. ყველაფერს აქვს თავის ვადა. იყო თემები, რომელიც პროკურატურამ გამოიძია, მაგალითად კობა დავითაშვილის ცემის ფაქტი ასევე ვალერი გელაშვილის საქმე. პარლამენტის წევრი ვარ, დეპუტატებს პროკურატურაზე ბერკეტები არ გვაქვს,” – აცხადებს ძიძიგური.

 

https://youtu.be/kXi6BfOYQ8M

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის რთულად გამოსაძიებელი დანაშაული
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი და მაკა ჩიჩუა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმაში