“არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ადამიანებს უმიზეზოდ არ ყრის ციხეში, რაც რამდენიმე წლის წინ მასობრივად ხდებოდა.

 

„ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში, რაც რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. საქართველოს ყველაზე ბევრი პატიმარი ჰყავდა ევროპაში. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ჯიბეში გიყოფს ხელს, ციხედში გაგდებს, ან ახლობლებზე მიაქვს იერიში. ჩვენ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ღრმად აქვს გამჯდარი ქართველობა.
დეპოლიტიზებული პოლიცია ებრძვის დამნაშავეს საზოგადოების ნებისმიერ ნაწილში. საპროცესი გარიგება აღარ მუშაობს უკვე როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ის ემსახურება სამართალს და არა ხელისუფლებას.
პენიტენციური სისტემა არ გახლავთ მასობრივი ტერორისა და შურისძიების ადგილი. მიავღწიეთ ჩვენ განვითარების უმაღლეს დონზე? რა თქმა უნდა არა, ამგვარი არც არავინ გახლავთ ევროპაში”, – განაცხადა პრემიერმა.
banner
წინა სტატიაშიპან გი მუნმა საქართველოში ვიზიტი გადადო
შემდეგი სტატია“ჩვენი მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საკმარისი არ არის”