„არ ვაპირებთ, კითხვები-კითხვებისთვის დავსვათ“ – უმცირესობა მთავრობის წევრების მიმართ კითხვების დასმას არ აპირებს

საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის მომავალი წევრების მიმართ კითხვების დასმას არ აპირებს.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავრობასთან არანაირი კითხვა არ ექნება, რადგან ფრაქციების ფორმატში, მათ არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც პასუხები-პასუხებისთვის მიიღეს.

„არ ვაპირებთ, კითხვები-კითხვებისთვის დავსვათ, თუმცა სამწუთიან რეჟიმს გამოვიყენებთ“, – აღნიშნა მელიამ.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში