“არ ვაპირებთ დაკავშირებას, ალიანსებში, კოალიციებში შევლას,“ – გიორგი ცაგარეიშვილი

საქართველოს განვითარების ფონდში არ გამორიცხავენ ირაკლი ალასანიასთან ალიანსში შესვლას. თემას თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი არც ერთ პარტიაში ალიანსს არ აპირებენ.

„მქონდა საუბრები ბატონ ბურჭულაძესთან, ეს იყო დაახლოებით ზაფხულის თვე, ამის შემდეგ, ბატონ ალასანიას, ბატონ ბურჭულაძესთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია. გაცხადებული მიზანი გაქვს – არჩევნების მოგება. ამას ვაპირებთ მარტო, არავისთან არ ვაპირებთ დაკავშირებას, ალიანსებში, კოალიციებში შევლას,“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ის რომ ბურჭულაძისგან ხელისფლების მისამართით კრიტიკა ისმის, სრულიად ლოგიკურია.

„მისი გამოცდილება პოლიტიკაში უცნობია სრულიად, მაგრამ ის რომ მისი მხრიდანაც ისმის კრიტიკა ხელისუფლებისა, ეს სრულიად ადეკვატურია იმიტომ, რომ ნამდვილად საკრიტიკებელია ის მოდელი მმართველობისა, რომელსაც ვიღაცა გასაოცარ დემოკრატიას ეძახდა, ვიღაცა პროცედურულ დემოკრატიას,“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელები საშობაო განათებაზე ეთიოპიის ელექტროენერგიის წლიურ რეზერვს დახარჯავენ
შემდეგი სტატია“ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი სცენაზე არ მინდა არასაპატივცემულოდ იქცეს პოლიტიკურ ასპარეზზე,”