არ ვაპირებ, მარილის ლოდად გადავიქცე – ნადირაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს, რომ მარილის ლოდად გადაიქცეს.

ნადირაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის დაშლით ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდება.

„არ ვაპირებ, რომ მარილის ლოდად გადავიქცე. გუნდს წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, ამ გაყოფით ოპოზიციური ფლანგი კი არ დაზარალდება, პირიქით გაძლიერდება და ამას ხელს ის ადამიანები შეუწყობენ, რომლებიც ჩემს უკან დგანან და რომელთა იმედი მაქვს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გიგი უგულავამ დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის წევრები მარილის ლოდად არ უნდა გადაიქცნენ და წინ უნდა გაიხედონ.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

უფრო კონკრეტულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაში(video) „ეს იყო დემოკრატიული გზით ჩამოყალიბებული პარტია“ – ოთარ კახიძე
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე შესაძლოა, დავით ბაქრაძე გახდეს