“არ შეიძლება, ქვეყანაში ფუნქციონირებდეს პარტია, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის”

არ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად და აშკარად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პოლტიკური გაერთიანება “ცენტრისტების“ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტია“ მზად არის შეუერთდეს კოლეგების სარჩელს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

„გავთავისუფლდეთ წინასაარჩევნო ნიუანსებიდან და ის, რაც სჭირდება ქვეყანას, გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამის დასტურად ეს რომ არ იყოს ჩემი მხრიდან ცარიელი სიტყვები, აგერ ვაცხადებ, ერთ-ერთი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის თაობაზე, საკონსტიტუციო სარჩელს, თუ იგი იქნება შეტანილი პარტია “ქართული ოცნების” პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან, მე მზად ვარ შევუერთდე, მე მზად ვარ შევუერთდე თუ სარჩელი იმავე მოთხოვნი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ჩვენ „რესპუბლიკელები“, მზად ვართ გადავცეთ კოლეგებს ჩვენს მიერ მომზადებული სარჩელი, იმისთვის რომ გამყარდეს ის სარჩელი ფაქტებით, არგუმენტებით და პოზიციებით. ეს არის ჩვენი საერთო საქმე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივებს, მიუხედვად იმისა, ჩვენ რომელ საათზე ვთქვით ეს, რა გავიდა ეთერში და რა არ გავიდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე ღიად და აშკარად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშილუკა ფეიქრიშვილი: ვიდეოში მყოფი პატიმრები საქმის კურსში არიან ვიდეოს გადაღების შესახებ
შემდეგი სტატია“ცენტრისტებს” არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი” – საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს