გიგლა ბარამიძე: არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის კანტორად ქცეული ორგანიზაციის კვლევა სერიოზულად განვიხილოთ

არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის კანტორად ქცეული ორგანიზაციის კვლევა სერიოზულად განვიხილოთ. სულ მალე, საზოგადოების დაკვეთით, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, მთელ რიგ არასამთავრობოებთან ერთად, NDI-ის ნდობის საკითხის დაყენებას ვაპირებთ – ამის შესახებ, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიგლა ბარამიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

“როგორც კი მათი კვლევის გამოქვეყნება დაანონსდა, მაშინვე დაიწყო საქართველოდან გაგდებული საერთაშორისო მაწანწალის, მიხეილ სააკაშვილის ფართო რეკლამირება. ეს კი, შემთხვევითი არ არის. სააკაშვილს საქართველოში ბარიკადებით, მკვლელობებით, სისხლისღვრითა და არეულობით დაბრუნება სურს. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება სუსტია, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შედგენილი სცენარი მაინც ვერ განხორციელდება”, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიკვლევები ასახავს ვისაც საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ხილვა სურს, ოღონდ ამჯერად დავით ბაქრაძის მეთაურობით
შემდეგი სტატიაბრიტანეთის კულტურის მინისტრი სექს-სკანდალში გაეხვა