“არ შეიძლება არსებობდეს მოსმენების სამსახური იმ უწყებაში, რომელიც ახორციელებს გამოძიებას” – ეკა გიგაური

იმ შემთხვევაში თუ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები უსაფრთხოების სამსახურში დარჩება, კონსტიტუცია დაცული ვერ იქნება – ამ განცხადებას სამოქალაქო სექტორში აკეთებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ოპტიმალური იქნება დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა, რომელიც მოსმენებზე კონტროლს განახორციელებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი უწყების შექმნა გაცილებით უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს გასაღების გამოყენების, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის ან რომელიმე ორგანოს ხელში გასაღების ყოფნა,“ – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

მესამე სექტორი არსებული კანონის დროული ცვლილების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„საპარლამენტო კონტროლის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ თანხმობა მივიღეთ, თუმცა ჯერჯერობით უმრავლესობა არ არის ჩამოყალიბებული თუ სად იქნება გატანილი მოსმენების სისტემა. მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს მოსმენების სამსახური იმ უწყებაში, რომელიც ახორციელებს გამოძიებას,“ – განმარტავს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე დღეს მინსკში „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ხვდება
შემდეგი სტატიასასამართლო არ თვლის პრობლემად, მოძალადე იყოს გარეთ – მშვენიერაძე გაჩეჩილაძის გათავისუფლებაზე