არ შეგვშინებია ციხის, იატაკქვეშეთის, ციმბირის და რეიტინგების შეგვეშინდება?! – ლევან ბერძენიშვილი

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის დაარსების ისტორიას იხსენებს და აცხადებს, რომ დღეს პარტიის წევრების შეშინებას დაბალი რეიტინგით უშედეგოდ ცდილობენ.

ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მან და მისმა მეგობრებმა წლების წინ ნაყოფიერი პროექტი წამოიწყეს, შექმნეს პარტია, რითაც ის დღეს ძალიან ბედნიერი ადამიანია.

„ხომ იცოდით, რომ დაგაპატიმრებდნენ და რატომ წამოიწყეთ ასეთი რამო, ასეთი რამ ხშირად უთქვამთ ჩვენთვის. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს გზა არ იყო იოლი, მაგრამ ჩვენ გვქონდა ენთუზიაზმი, რომ თავი უნდა დაგვეღწია იმ ქვეყნისგან, რომლისგანაც დღესაც ბევრს ვერ დაუღწევია თავი. ჩვენ ვოცნებობდით, როგორ დაინგრეოდა საბჭოთა კავშირი. დღეს, როდესაც გვაშინებენ, რომ არ გაქვთ რეიტინგიო, ციხის არ შეგვეშინდა, იატაკქვეშეთის არ შეგვეშინდა, ციმბირის არ შეგვეშინდა და რეიტინგებით შეშინებული პარტია მე არ მინახავს,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) რესპუბლიკელები, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის შემოღებას გეგმავენ
შემდეგი სტატია2016 წლის ივანიშვილი ებრძვის 2012 წლის ივანიშვილს – ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე