არ მივცემთ საშუალებას მიიღონ ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება – “ენმ” საკრებულოსთან აქციისთვის ემზადება

თბილისის საკრებულო დღეს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის, თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე, მიწის გადაცემის საკითხს განიხილავს.

საკრებულომ დღეს , ივანიშვლისთვის მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს.

ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. თუმცა მანამდე კი, საკრებულოს წინ, 14:00 საათზე აქციის გამართვას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა”.

“არ მივცემთ საშუალებას საკრებულოს, რომ მიიღონ ეს მავნებლური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. არ მივცემთ საშუალებას, რომ დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენს შვილებს მოუსპოს ბიძინა ივანიშვილის ახირებებმა სუნთქვის და არსებობის საშუალება ამ ქალაქში. ჩვენი აქცია დაიწყება 2 საათზე, დიახ საკრებულოს სხდომა ჩანიშნულია 4 საათზე და ყველანაირად ვეცდებით ხელი შევუშალოთ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებას,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია… თავის ვეტოსთან ერთად, პრეზიდენტი მარტო დარჩება – ლევან კობერიძე
შემდეგი სტატიახელებს უგრეხენ ქვეყანას – ნიკა რურუა კონსტიტუციის ახალ პროექტზე