არ მინდა დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძეს განზრახული აქვს, ფეხი აუბას „ქართულ ოცნებას“ არასწორ პოლიტიკაში – შავგულიძე

ვიქტორ დოლიძე ალბათ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში ის უფრო ეფექტურად შეძლებს ამ პოლიტიკური ძალის არასწორი მიმართულებების და ტენდენციების გაკეთილშობილებას, – ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის სახელმწიფო მინისტრად წარდგენას.

მისივე თქმით, „თავისუფალ დემოკრატებს“ ერთად უნდა ებრძოლათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად.

“არ მინდა დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძეს განზრახული აქვს ფეხი აუბას „ქართულ ოცნებას“ იმ არასწორ პოლიტიკაში, რომლის გამოც ჩვენ ყველა ერთად გავხდით ოპოზიცია. ეს გამოიხატება „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების სრულ უზურპაციაში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ვიქტორი ამ ყველაფრის განხორციელებას, მაგრამ მე არ მაქვს იმედი. ვფიქრობ, ჩვენ ერთად, ოპოზიციაში მყოფებს უნდა გვებრძოლა, რომ “ქართული ოცნება“ ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებას. ჩვენ ერთად ვიდექით ამ ძალის იპოზიციაში, სანამ ვიქტორმა და სხვა წევრებმა არ მიიღეს ჩვენი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება”,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მან ასევე სამთავრობო ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებიან მინისტრები, რადგან არ იცვლება არაფორმარული მმართველობის სისტემა.

„სამთავრობო ცვლილბებთან დაკავშირებით ვდგავართ ერთი პრობლემის წინაშე, რომელიც არ შეცვლილა – ეს არის არაფორმარული მმართველობა. ვფიქრობ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებიან მინისტრები, რადგან არ იცვლება არაფორმარული მმართველობის სისტემა“,- აღნიშნა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხარებლებს აფრთხილებს