არ მინდა, დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძემ არასწორ ფერხულში ფეხი აუბას მთავრობას

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, შალვა შავგულიძე, მისი ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის, მთავრობაში წასვლას „შეცდომას“ უწოდებს.

„არ მინდა, დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძემ არასწორ ფერხულში ფეხი აუბას მთავრობას. ეს კი პირველ ყოვლისა გამოიხატება ინსტიტუციური მართვის მოსპობასა და სრულ უზურპაციაში, რაც არ შეესაბამება ამ პოლიტიკურ ძალის მიერ აღიარებულ ევროატლანტიკური დეკლარაციის კურს. ვიქტორს შეიძლება, ეიმედება, რომ ის ქართული ოცნების რიგებში ამ თანამდებობაზე ყოფნით შეძლებს, ამ პოლიტიკური ძალის არასწორი მიმართულებები და ტენდენციები გააკეთილშობილოს. მე კი ვფიქრობ, ვიქტორი შეცდომას უშვებს,“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.

banner
წინა სტატიაშისირიაში ამერიკული კოალიციის დაბომბვებს ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიავინ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?!