“არ კითხავს არც ერთ რესპუბლიკელს როგორ მოიქცევა გოგი თოფაძე” – ზურაბ ტყემალაძე

news
: news თებერვალი 22, 2016 19:12

“არ კითხავს არც ერთ რესპუბლიკელს როგორ მოიქცევა გოგი თოფაძე” – ზურაბ ტყემალაძე

მნიშვნელოვანი

  • ამავე თემას ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც კოალიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებას არა პარტიების, არამედ პიროვნულ დაპირისპირებას უწოდებს.

სხვა სტატიები

დაპირისპირება მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კიდევ ერთ კრიტიკულ განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ “რეპუბლიკელებისგადასაწყვეტი არ არის როგორ მოიქცევა გოგი თოფაძე.” მისივე თქმით პოლიტსაბჭოზე არანაირი დაპირისპირება და ხმაური მოსალოდნელი არ არის.

“არ კითხავს არც ერთ რესპუბლიკელს როგორ მოიქცევა გოგი თოფაძე და რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს, პარტია როგორ მოიქცევა ეს არ არის არავის გადასაწყვეტი, გვარებს სპეციალურად არ ვასახელებ. ჩვენ ვთქვით შევწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი. პოლიტსაბჭოზე დაანონსებულ ხმაურს რაც შეეხება, ჩვენ ნებისმიერ ხმაურს შეგვიძლია პასუხი გავცეთ. მე მიჩნია, რომ არავითარი ხმაური არ იქნება, ყველა დააფიქსირებს თავის პოზიციას და საბოლოოდ იქნება მსჯელობა,” – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

ამავე თემას ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც კოალიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებას არა პარტიების, არამედ პიროვნულ დაპირისპირებას უწოდებს.

„მე უფრო ვხედავ პიროვნულ დაპირისპირებას, რომელმაც სამწუხაროდ საჯარო პოლიტიკური დეპატების ხასიათი მიიღო, რაც ჩემთვის პირადად მიუღებელია და ალბათ საზოგადაოებისთვისაც, რადგან საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს ჩვენი ფუნქციების ჯეროვნად შერულებას, რაც უნდა გამოიხატოს პოლიტიკის გაკეთებაში. მე ვფიქრობ, ამ ყევლაფერს წერტილი უნდა დაესვას,“ – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება კოალიციის შიქნით გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის ღია კრიტიკას მოჰყვა. კოალიციის სხდომა მისი ლიდერის, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართება.

news
: news თებერვალი 22, 2016 19:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics