“შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ამას არ გამოვრიცხავ”, – ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება გორში თუ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სადაც სკოლა დაამთავრა ჯერ გადაწყვეტილია არ აქვს.
“ნაძალადევში გავიზარდე, საკმაოდ დიდი სამეგობრო მყავს. არჩევნებში ნაძალადევში არასდროს მიმიღია მონაწილეობდა. ცოტა უცხოა ჩემთვის, მაგრამ არ ვიცი, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ადრეა ამაზე საუბარი. ჯერ 7 თვეა არჩვნებამდე”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.