არ გადასცეთ მანქანის პარკინგის სამსახურებრივი საშვი ოჯახის წევრებს – კალაძე თანამშრომლებს

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა,რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით.
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებით სარგებლობის ფაქტები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისათვის და ასევე ავტმობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები. ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისგან. ეს ეხება მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, თანამშრომლებს. ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები” განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი: “ოცნების” საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: სამგორის მეტრო სადგურში სვეტებიდან დახსნეს მარმარილოს ფილები