,,არ დავტოვეთ არცერთი ცარიელი ადგილი ვიზალიბერალიზაციის საკითხში შედეგის მისაღწევად”

ევროკავშირთან თავისუფალ სავიზო რეჟიმის მიღებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება ,,მოამბის“ ეთერში საქართველოს შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა პირნათლად და ამომწურავად შეესრულებინა.
,,ჩვენ არ დავტოვეთ არც ერთი ცარიელი ადგილი და, შესაბამისად, მივიღეთ ეს ყველასთვის სასიხარულო შედეგი“ – აღნიშნა მღებრიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაში სოლიდური წილი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის

,,ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 % -მდე სწორედ ჩვენს უწყებაზე მოდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ რაღაც ორ წელიწადში წარმატებით გაართვა თავი ამ ვალდებულებების შესრულებას.

უფრო კონკრეტულად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შსს-ს კომპეტენციაში შედიოდა მრავალი მიმართულება, მათ შორის: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველომ რეკორდულად მოკლე პერიოდში გაიარა – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიამეტი საქართველო გავაცნოთ ევროპას და მეტი ევროპა შემოვიტანოთ საქართველოში – ირაკლი ალასანია