“არ არსებობს ისეთი კანონი რომლითაც ქართული ოცნება არჩევნებში გაიმარჯვებს,”- სერგო რატიანი

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

ქართული საარჩევნო სისტემის შესახებ საპარლამენტო ოპოზიცია სტრასბურგში ისაუბრებს. განცხადება ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს კოდექსი საკუთარ თავზე მოირგოს.

“ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ერთხელაც ამ კანონით გავიდეს. უნდათ მოირგონ კანონი სათავისოდ. არ არსებობს ისეთი კანონი რომლითაც ქართული ოცნება
არჩევნებში გამარჯვებას მოახერხებს. მაგრამ იმისათვის რომ საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და სამართლიანი უნდა მოხდეს ცვლილება კოდექსში,”- განაცხადა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება ვეღარ მოხდება.

“ბრძოლას გავაგრძელებთ, იმედია დიალოგი შედგება. მაგრამ დიდი შანსი მოლაპარაკებების გაშვებულია. ჩვენ ვფიქრობთ ძირეულად ვერღარ შეიცვლება საარჩევნო სისტემა
რადგან მმართველი დუნდისთვის ეს მიუღებელია,”- განაცხადა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
შემდეგი სტატია“პრემიერი რა შუაშია,”- ძიძიგური არასაპარლამენტო ოპოზიციას პასუხობს