“არ არის გამორიცხული, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მეც ვიყო”

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში თავადაც იყოს.

 

“არ არის გამორიცხული, სიაში მეც ვიყო, შეიძლება, სხვა მინისტრებიც იყვნენ, ამაზე მსჯელობა იქნება აუცილებლად”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
პარტიის გენერალურმა მდივანმა “ქართული ოცნების” ყრილობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიულ ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება ანგარიში იმის შესახებ, რა გააკეთა ბოლო ერთი წლის მანძილზე პარტიამ.
მისივე ინფორმაციით, ყრილობაზე თავმჯდომარესაც აირჩევენ.
რაც შეეხება ყრილობაზე საქართველოს ყოფილი პრემიერის დასწრებას, ვიცე-პრემიერიმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ყრილობას, სტუმრის სტატუსით დაესწრება.
banner
წინა სტატიაში“მე და თავდაცვის მინისტრს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია გვაქვს“
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვან პროექტებს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”