„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება დარგი“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განხორციელდება.

სერგეენკოს განცხადებით მისთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ტიპის საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში.

მისი თქმით, ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერმინისტრს ეკუთვნის.
კითხვაზე, დარჩება თუ არა პირადად ის მინისტრად, სერგეენკომ განაცხადა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება დარგი“.

„მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მე კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება ამ გამოკითხვის წარმოება ძმასთანაც”
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა