„არ აყვეთ პროვოკაციას, მშვიდად მიდით საარჩევნო უბანზე და მიეცით თქვენი ხმა”

ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ენმ”-დან სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს მოუწოდებს პროვოკაციებს არ აყვნენ და ხვალ, განმეორებით არჩევნებზე ხმა მშვიდად მისცენ:
„არ აყვეთ პროვოკაციას. მშვიდად, წყნარად, ყველანაირი შეშინების და დაძაბვის გარეშე მიდით საარჩევნო უბანზე და მიეცით თქვენი ხმა. დარწმუნებული ვიყავი და დღესაც ვარ, რომ მე პირველი ტური მოვიგე, ძალიან ბევრი საჩივარი შევიტანეთ, სისხლის სამართლის 2 საქმეც იყო აღძრული, ამის შედეგია, რომ სამ უბანში თავიდან ჩატარდება არჩევნები, თუმცა ბევრად მეტ ადგილას უნდა ყოფილიყო, ან სხვა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ზუგდიდში 38-ე, 79-ე და 108-ე უბანში ხვალ განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. ზუგდიდის ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს უკვე აქვს ხმების თითქმის, – 46%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს ედიშერ თოლორაიას დაახლოებით- 47%.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია დედოფლისწყაროში უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს