აქვთ თუ არა აშშ-ს და მოკავშირეებს სირიაში კანონიერად ყოფნის უფლება

ბრიტანეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის იმის გამო აკრიტიკებს, რომ სირიაში სამხედრო ოპარაციაში მონაწილეობა ისე მიიღო, რომ პარლამენტს არ დაკითხვია და გაეროს უშიშროების საბჭოსგან ნებართვა არ აუღია. მეის საკუთარი პარლამენტისგან ნებართვა მართლაც არ ჭირდებოდა, მაგრამ გაეროსთან დაკავშირებით საკითხი უფრო რთულადაა – “ბიბისი” წერს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ამბობს, რომ ტერეზა მეის მთავრობამ სირიის წინააღმდეგ ზომები არაკანონიერად განახორციელა, მეის, ამისთვის პარლამენტის ნებართვა სჭირდებოდა. კორბინი პირობას დებს, რომ ორშაბათს, როცა პარლამენტი არდადეგებიდან დაბრუნდება, ის მოითხოვს გაეროში სირიასთან დაკავშირებით “ახალი რეზოლუცია” მიიღონ. მეი ამბობს, რომ ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოვა და სირიის დარტყმებზე განცხადებას გააკეთებს. “ვთვლი, რომ გარემოებების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედება, რომელიც ჩვენ განვაცორციელეთ და დრო, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, სწორი იყო” – თქვა მეიმ.

სამართლის სპეციალისტების თქმით, ბრიტანეთის მთავრობა პარლამენტისგან ნებართვას არ საჭიროებს საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. ის, რომ მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს ეკითხება, ტონი ბლერის დროიდან მოდის, როცა მან 2003 წელს საკანონმდებლო ორგანოს მიმართა მხარი დაეჭირათ ერაყში შეჭრისთვის.
2013 წელს, როცა აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, მაშინდელმა ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა პარლამენტს მიმართა აშშ-სთან ერთად სამხედრო ოპარაციაში მონაწილეობაზე ბაშარ ასადის წინააღმდეგ. პარლამენტმა კემერონის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

სირიაზე შაბათის დარტყმები პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბრიტანეთი და აშშ სამხედრო ძალას გაეროს უშიშროების საბჭოსგან დამოუკიდებლად ახორციელებენ, რასაც რუსეთიც, სხვა ქვეყნებიც და საკუთარი ოპოზიციაც არაკანონიარად ჩათვლის – “ბიბისი” წერს. რაზეც, აშშ-ს მოკავშირეები პასუხობენ, რომ რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ფლობს ვეტოს უფლებას და ფაქტობრივად უშიშროების საბჭოს მოვალეობების საბოტირებას ეწევა მსოფლიო წესრიგში საკუთარი წვლილის განსახურციელებლად, ამიტომ, მსგავს შემთხვევებში, ქვეყნები პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე იღებენ.
“აღნიშნულ შემთხვევაში, სამმა ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო მისია, რომ სირია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დაცვაზე აიძულოს, ისინი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, რომელიც აუცილებელია კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირებისათვის” – კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი მარკ ვალერი წერს.

აშშ-ს, ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ქვეყნების მშვიდობის შესახებ ზრუნვა არადამაჯერებელია და ისინი 2003 წლის ერაყში შეჭრას იხსენებენ, სადაც თითქოსდა მასობრივი განადგურების იარაღი არსებობდა. მაშინ კოალიციამ გაეროს ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინეს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ არც ქიმიური, არც ბიოლოგიური და არც ატომური იარაღი რამ არ ჰქონდა ერაყის მაშინდელ ხელმძღვანელს სადამ ჰუსეინს. ერაყში ამერიკელი სამხედროები 2 წელი იყვნენ, მას შემდეგ ქვეყანაში სამოქალო ომი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევანში რაიოსადგურის შენობა დაიკავეს
შემდეგი სტატიატოკიოდან ერ-რიადამდე – ქვეყნების რეაქციები სირიაზე დარტყმის გამო